ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები ბოლო 24 საათში 4-ით გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები ბოლო 24 საათში 4-ით გაიზარდა და 4 მაისის დილის მონაცემებით, სულ, 593 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებსაიტზე Stopcov.ge-ზე განახლდა. ოფიციალური სტატისტიკით, გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა არის 223. ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციით საქართველოში 9 ადამიანი გარდაიცვალა.

მე-9 პაციენტი გუშინ გარდაიცვალა. ის 60 წლამდე ქალია და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერისტეტო კლინიკაში მკურნალობდა. როგორც კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ის კლინიკაში დაახლოებით 3 კვირის წინ შეიყვანეს და ე.წ. სპორტსმენის კლასტერიდან იყო.

კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ პაციენტში მწვავე პნევმონია და გულსისხლძარღვთა სისტემის მწვავე უკმარისობა განვითარდა.

დღესი მდგომარეობით, 5 028  ადამიანი კარანტინის რეჟიმშია, 537 კი სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ.


Print

სტატიის გამოყენების პირობები