ახალი ამბები
გორის ჰოსპიტლის ექთნის ირგვლივ კორონავირუსის გავრცელების არეალი ლოკალიზებულია - გუბერბატორი
სამხედრო ჰოსპიტლის ექთნის ირგვლივ კორონავირუსის გავრცელების არეალი ლოკალიზებულია, ამის შესახებ შიდა ქართლის გუბერნატორმა დღეს, ჟურნალისტებთან შეხვედრის განაცხადა.

გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, კარანტინში და თვითიზოლაციაში გადაყვანილია 105 ადამიანი და მათზე სამედიცინო დაკვირვება გრძელდება.

გორის სამხედროს ჰოსპიტლის მედდას კორონავირუსი 30 აპრილს გეგმური Pჩღ ტესტირებისას დროს დაუდგინდა. მისი კონტაქტებიდან კორონავირუსი კიდევ 5 ადამიანს დაუდგინდა.

დაინფიცირებული გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თერგვისის მკვიდრია.

იხ. ამავეთემაზე:

გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი სანიტარს დაუდასტურდა

გორში ინფიცირებული მედდის კონტაქტებიდან კორონავირუსი მხოლოდ ოჯახის წევრებს დაუდგინდა

თერგვისში დაინფიცირებული მედდის არაპირდაპირ კონტაქტებსაც იკვლევენ

გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი მედდის შვილებსაც დაუდასტურდა - გუბერნატორი



Print

სტატიის გამოყენების პირობები