ახალი ამბები
კორონავირუსი მსოფლიოში - სტატისტიკა
მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული 3,820,737 შემთხვევიდან 265,094 გარდაიცვალა ხოლო 1,303,146 გამოჯანმრთლედა.

ყველაზე რთული ვითარება ისევ ამერიკის შეერთებულ შტატებშია. გასული 24 საათის განმავლობაში დაიღუპა 2,528 და დაინფიცირდა 25,459.

მთლიანობაში ა.შ.შ - ში 1,263,092 ინფიცირებულიდან დაიღუპა 74,799 და გამოჯანმრთელდა 212,981.

სიკვდილიანობის მაჩვენებელი იკლებს ევროპის ქვეყნებში. იტალიაში გასულ ღამეს დაიღუპა 369 და დაინფიცირდა 1,444. საფრანგეთში უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში დაინფიცირდა 3,640 და დაიღუპა 278. გერმანიაში დაიღუპა 282 და დაინფიცირდა 1,155.

ინფიცირებულთა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი კვლავ მაღალია გაერთიანებულ სამეფოში. გასულ ღამეს 6,111 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და 649 ადამიანი გარდაიცვალა.

რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, თურქეთში 131,744 დადასტურებული შემთხვევიდან დაღუპულია 3,584 ადამიანი.

აზერბაიჯანში 2,127 ინფიცირებული ადამიანიდან 28 კორონავირუსს ემსხვერპლა.

სასომხეთში 2,782 დადასტურებული შემთხვევიდან 40 ადამიანი covid-19-ით გარდაიცვალა.

იხ. ამავე თემაზე: COVID-19 საქართველოში უკვე 275-მა ადამიანმა დაამარცხა
Print

სტატიის გამოყენების პირობები