ქალაქ გორის შესასვლელში საკარანტინო პუნქტები მოიხსნება. ამის
შესახებ შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციიდან გვაცნობეს.
,,200 000 - მდე მოქალაქემ, 180 000-მდე მანქანა და 42 ცხელების
შემთხვევა დაფიქსირდა პოსტების მუშაობის განმავლობაში" - აღნიშნა შიდა
ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა.
შეგახსენებთ, 30 მარტიდან პოლიციისა და თავდაცვის სამინისტროს
წარმომადგენლები ქალაქში შემსვლელ და გამვლელ მოქალაქეებს, ასევე მათ
კუთვნილ ავტომანქანებს ამოწმებდნენ.
ასეთი პუნქტები საქართველოს 7 ქალაქშია გახსნილი. კორონავირუსის
პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობამ შედარებით მკაცრი ზომების
გატარება 30 მარტს გადაწყვიტა, მას შემდეგ, რაც დაინფიცირებულთა
რიცხვმა 100-ს მიაღწია.
სტატიის გამოყენების პირობები