COVID-19
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა 5-ით გაიზარდა, ხოლო გამოჯანმრთელების 11-ით
14 მაისის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა და სულ შემთხვევების რაოდენობამ 652 შეადგინა.

აქედან, სულ გამოჯანმრთელდა 383 პაციენტი, მათგან უკანასკნელ 24 საათში 11. კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის შედეგად ქვეყანაში გარდაიცვალა 11 ადამიანი.

ამჟამად, საკარანტინო ზონაში 4246 ადამიანი იმყოფებდა, 394 კი სტაციონარული ეთვალყურეობის ქვეშაა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები