COVID-19
საქართველოში კორონავირუსით მე-12 პაციენტი გარდაიცვალა
პრემიერის გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით მე-12 პაციენტი გარდაიცვალა. მისივე თქმით, გარდაცვლილი 81 წლის ქალია.

“დღეის მდგომარეობით Covid-19-ით ინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევა გვაქვს. ასევე გამოჯანმრთელდა 11 პაციენტი. სამწუხაროდ დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ კიდევ ერთი გარდაცვლილი გვყვავს. ის 81 წლის იყო,”-ამბობს პრემიერი.

14 მაისის 11:09 საათისთვის საქართველოში კორონავირუსის 652 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ვირუსისგან 383 ადამიანი გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 246 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 394 ადამიანია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები