ახალი ამბები
თვითდასაქმებულებს სამუშაოს დაკარგვის შესახებ ცნობების წარდგენა 1 ივლისამდე შეეძლებათ
თვითდასაქმებულებს სამუშაოს დაკარგვის შესახებ ცნობების წარდგენა 1 ივლისამდე შეეძლებათ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისათვის, პანდემიის გამო დაზარალებულ თვითდასაქმებულთა რაოდენობა 71 ათასს აღწევს.

,,ჯამში, მათთვის გათვალისწინებულია 15 მლნ ლარზე მეტი. გრძელდება საბუთების მიღება და ეს პროცესი ივლისამდე გაგრძელდება." - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ 75 000 მიაღწია იმ პირთა რაოდენობამაც, ვინც სამსახური ოფიციალურად დაკარგა. მათთვის ასევე გათვალისწინებულია 15 მლნ ლარი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები