ახალი ამბები
ხაშურში თვითიზოლაციის რეჟიმისგან ბოლო 12 პირი გათავისუფლდა
,,დღეისათვის იზოლაციაში არავინ იმყოფება. მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია," - აცხადებენ ხაშურის საზოგადებრივი ჯანდაცვის ცენტრში.

თვითიზოლაციაში მყოფ 12 პიროვნებას 29 მაისს  ,,პსრ" ტესტირება ჩაუტარდა და ყველა პასუხი უარყოფითია. 

,,გრძელდება პროტოკოლით გათვალისწინებული რისკ ჯგუფში შემავალი სამედიცინო პერსონალის მიზნობრივი სკრინინგი. ხაშურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მოგიწოდებთ დაიცვათ ის მინიმალური პირობები რაც სავალდებულოა, რათა არ მოხდეს covid-19-ის გავრცელება." - აფრთხილებენ მოსახლეობას. 

კორონავირუსის პანდემიის პირობებში სავალდებულია პირბადის ხმარება დახურულ სივრცეში, დისტანცირება და პირადი ჰიგიენის დაცვა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში გამოვლინდა კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 19 ადამიანი. მთლიანობაში, საქართველოში დადასტურდა 794 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 624 ადამიანი, გარდაიცვალა 12.
Print

სტატიის გამოყენების პირობები