COVID-19
ცხინვალში დღეის მდგომარეობით კორონავირუსით დაავადებული 12 პაციენტი მკურნალობს
ცხინვალში დღეის მდგომარეობით, ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით დაავადებული 12 პაციენტი მკურნალობს.

სანიტარული ზედამხედველობის ხელმძღვანელის, მარინა კოჩიევას განცხადებას ოსური სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

„კარანტინის რეჟიმში 167 ადამიანია, აქედან 139 სამედიცინო დაწესებულებაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მათი ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია,"- განაცხადა კოჩიევამ.

ამ დრომდე დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში ვირუსის 42 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 30 პირი უკვე გამოჯანმრთელდა.

შეგახსენებთ, რომ თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში COVID-19 ის პირველი სამი შემთხვევა 6 მაისს დაფიქსირდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები