COVID-19
საქართველოში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 გამოჯანმრთელდა
4 ივნისისი დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში გამოვლინდა კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 ადამიანი. ამის შესახებ მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მისი თქმით, 1 ახალი დადასტურებული შემხვევა არის ე.წ. საბურთალო წყაროს კონტაქტი.

,,დღეს მხოლოდ 1 ახალი დადასტურებული შემთხვევა გვყვავს. გუშინ იყო 800 და დღეს გვყვას 801 დადასტურებული შემხვევა. გამოჯანმრთელებულების რიცხვი 4-ით გაიზარდა მხოლოდ, იყო 640 და ახლა გვყვავს 644. ამ მონაცემების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 144 პაციენტი მკურნალობს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა თითქმის 3-ჯერ მეტია მკურნალობაზე მყოფი პაციენტების რაოდენობასთან შედარებით. გამოჯანმრეთელებულების პროცენტული მაჩვენებელი უკვე 80-ზე მეტია. ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა არის ე.წ. საბურტალოს წყაროს კონტაქტი,"-განაცხადა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან.

მთლიანობაში, საქართველოში დადასტურდა 801 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 644 ადამიანი, გარდაიცვალა 13.
Print

სტატიის გამოყენების პირობები