ახალი ამბები
კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 805-მდე გაიზარდა
საქართველოში, ბოლო მონაცემებით, ვირუსისგან კიდევ 6 პაციენტი განიკურნა და საერთო რაოდენობამ 650 ადამიანი შეადგინა.

კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა კი, 4-ით გაიზარდა და 805-ს მიაღწია.

,,გუშინ დილის მონაცემებით, ქვეყანაში 801 დადასტურებული შემთხვევა გვყვავდა, დამატა 4 ახალი პაციენტი და მთლიანობაში გახდა 805. გამოჯანმრთელებულების რცხვი გუშინ იყო 644, დაემატა 6 და ამჟამად არის 650 გამოჯანმრთელებული, რომელთა პროცენტული მაჩვენებელი 81-ს შეადგენს. ამ ეტაპზე, კოვიდცენტრებში მკურნალობს 142 პაციენტი. ახალი 4 დადასტურებული შემთხვევიდან 2 არის საბურთალოს ცნობილ შემთხვევებთან კონტაქტი, ხოლო დანარჩენი 2 საკარანტინო სივრციდან,"-განაცხადა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან.

კარანტინის რეჟიმში 2424 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 304.

სულ ვირუსისგან 13 ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსის პირველი შემთხვევა ქვეყანაში 26 თებერვალს დაფიქსირდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები