ახალი ამბები
სურამის ნაზუქზე მოთხოვნა შემცირებულია
ნინო ცარციძეა სურამში ნაზუქს წლებია ყიდის და შემოსავლით ოჯახს ინახავს. ამბობს, რომ მისი მომხმარებლები ძირითადად საავტომობილო მაგისტრალზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მგზავრები არიან, რომლთა რაოდენობაც საგრძნობლად შემცირებულია.

,,ძალიან ცუდი მდგომარეობაა. ორი თვე გაჩერებულები ვიყავით და ეხლა გამოვედით. კლიენტი ფაქტიბრივად აღარ გვყავს, მანქანას აღარავინ აჩერებს, ალბათ ეშინიათ. რა გვეშველება არ ვიცით, მთავრობა რამით უნდა დაგვეხმაროს. მე პირადად, არც პენსია მაქვს და ვცხოვრობდი ამის იმედად. ეხლა, როგორ ვიცხოვრო?",-ნინო ცარციძე.

ნაზუქის რეალიზატორები, კორონა პანდემიის გამო, მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ათობით თვითდასაქმებული, რომელთა შემოსავალი სურამის საფირმო ნაზუქიდან მიღებული სარგებელი იყო, ახლა პროდუქციას ვეღარ ყიდის.

სახელმწიფომ თვითდასაქმებულებისთვის დახმარება უკვე გამოყო. ნაქუზის გამყიდველებმა ამ დახმარების მიღება შეძლეს.

ნაზუქის რეალიზატორები არ არიან ერთადერთი, რომლებიც პანდემიის გამო შემოსავლის შემცირებას, ან მთლიანად შეწყვეტას უჩივიან. სურამში ნაძვი მაისის თვეში ყვავის და დაბას დამსვენებელთა დიდი ნაწილი დაბას სწორედ ამ დროს სტუმრობს, თუმცა წელს ასე არ მოხდა. სურამში სასტუმროების დიდი ნაწილი ამ დრომდე ცარიელია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები