ახალი ამბები
ქარელის ,,ცხელების ზონის" სტაციონარში 260 პაციენტს მოემსახურნენ
19 აპრილიდან 1-ელ ივნისამდე, ,,გორმედის“ ქსელის ქარელის ცენტრალურმა საავადმყოფომ ცხელების ზონის სტაციონარში 260 პაციენტი მიიღო.

ლუგარის ლაბორატორიაში გაკეთდა 335 ნიმუშის PCR ტესტი, მათ შორის 75 სამედიცინო პერსონალის, ასევე, გაკეთდა 64 სწრაფი ტესტი. ყველა პასუხი უარყოფითი დაფიქსირდა.

,,გორმედის“ ქსელის ქარელის ცენტრალური საავადმყოფო, რომელიც ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში 19 აპრილს სრულად გამოცხადდა ე.წ. ცხელების ზონად, ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება.

შესაბამისად, ყველა არსებული რეკომენდაციის დაცვით, საავადმყოფო უსაფრთხო გარემოში, მრავალპროფილური დატვირთვით მოემსახურება პაციენტებს.

არსებულის გარდა, კლინიკას რამდენიმე ახალი მიმართულებაც ემატება, რაც ქარელის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს საშუალებას მისცემს, რომ საჭიროების შემთხვევაში, გორში, ან თბილისში აღარ მოუწიოთ წასვლა და ადგილზე მიიღონ ყველა სამედიცინო სერვისი.

მრავალპროფილური ფუნქციის აღდგენის გარდა, კლინიკა (ქსელის სხვა კლინიკების მსგავსად) მიიღებს ცხელების მქონე პაციენტებსაც, რომლთა მართვაც მოხდება სპეციალურ ბოქსირებულ პალატებში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები