ახალი ამბები
10 ივნისი: 4 ახალი შემთხვევა და 4 გამოჯანმრთელებულია
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 4 ადამიანი.

ქვეყანაში კორონავირუსის სულ 822 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 690 გამოჯანმრთელდა, 13 კი გარდაიცვალა.

"გვაქვს 4 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელებულიც 4-ია. ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 119 პაციენტი მკურნალობს. 4 დადასტურებული შემთხვევიდან 1 არის საბურთალოს კლასტერიდან, ორი არის იმპორტირებული, ანუ შემოტანილი შემთხვევა და 1 არის სამედიცინო პერსონალი. ეს სამედიცინო პერსონალი არ არის ჩვენი ცენტრის და 30 იანვრიდან დღემდე, ანუ მე-5 თვეა ჩვენი ცენტრი, რაც კოვიდინფიცირებულ შესაძლო და დადასტურებულ შემთხვევებთან მუშაობს და ჩვენ სამედიცინო პერსონალის ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ გვქონია. პაციენტების მდგომარეობა უცვლელია. გვყავს ჯერჯერობით, კვლავ 1 მძიმე პაციენტი, რომლის მდგომაროება სტაბილურია და უკვე დინამიურად ვლინდება, რომ გაუმჯობესება გვაქვს და ალბათ, მომდევნო დღეებში ისიც დატოვებს მძიმე პაციენტების სიას, დანარჩენი შემთხვევები არის საშუალო და მსუბუქი", - განაცხადა ეზუგბაიამ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები