ახალი ამბები
12 ივნისი: 24 საათში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კი კიდევ 3 ადამიანი.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის მარინა ეზუგბის თქმით, 9 ახალი სემთხვევიდან 1 ინფიცირებულის წყარო დაუდგენელია:

,,გუშინდელი მონაცემებით ქვეყანაში იყო 828 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა 9 ახალი და სულ გვყვავს 837. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა მხოლოდ 3-ით გაიზარდა, იყო 694 და გახდა 697. ამ მონაცემების გათვალისწინებით, კოვიდცენტრებში
ახმჟამად მკურნალობს 127 დადასტურებული შემთხვევა. 9 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 3 არის სამედიცინო პერსონალი, სამი გახლავთ საკარანტინო ზონიდან, 2 გახლავთ უკვე დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი პირი, დარჩენილი ერთი ახალი ინფიცირებულის წყარო დაუდგენელია და მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდემიური კვლევა,“-აღნიშნა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან.

სულ საქართველოში კორონავირუსის 837 შემთხვევა დადასტურდა, აქედან გამოჯანმრთელდა 697, ხოლო გარდაიცვალა 13.

Print

სტატიის გამოყენების პირობები