კასპში კორონავირუსი 61-წლის ქალს დაუდასტურდა. ამის შესახებ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა ეკა
ქორჩაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ის თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალია.
მიმდინარეობს კონტაქტების ეპიდემიოლოგიური კვლევა.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა
გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კი კიდევ 3 ადამიანი.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის მარინა ეზუგბის თქმით, 9 ახალი
შემთხვევიდან 1 ინფიცირებულის წყარო დაუდგენელია:
,,გუშინდელი მონაცემებით ქვეყანაში იყო 828 დადასტურებული შემთხვევა,
დაგვემატა 9 ახალი და სულ გვყვავს 837. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა
მხოლოდ 3-ით გაიზარდა, იყო 694 და გახდა 697. ამ მონაცემების
გათვალისწინებით, კოვიდცენტრებში ახმჟამად მკურნალობს 127
დადასტურებული შემთხვევა. 9 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 3 არის
სამედიცინო პერსონალი, სამი გახლავთ საკარანტინო ზონიდან, 2 გახლავთ
უკვე დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი პირი, დარჩენილი
ერთი ახალი ინფიცირებულის წყარო დაუდგენელია და მიმდინარეობს
ჩაღრმავებული ეპიდემიური კვლევა,"-აღნიშნა ეზუგბაიამ
ჟურნალისტებთან.
სულ საქართველოში კორონავირუსის 837 შემთხვევა დადასტურდა, აქედან
გამოჯანმრთელდა 697, ხოლო გარდაიცვალა 13.
სტატიის გამოყენების პირობები