გორში კორონავირუსი კიდევ ერთ ადამიანს დაუდასტურდა.
ინფიცირებულია მამაკაცი, რომლის მეუღლე, ავეჯის მაღაზია ,,ემბავუდის"
თანამშრომელია, თვითონ კი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კრისტალის"
იურისტია.
ემბავუდის თანამშრომელს კი კორონავირუსი გუშინ დაუდგინდა.
ეს უკვე მე-14 შემთხვევაა შიდა ქართლში.
10 გამოჯანმრთელებულია. ინფიცირებულია: გორში - 3; კასპი : - 1
ადამიანი.
რაც შეეხება საქართველოს, 13 ივნისის დილის მონაცემებით, ქვეყანაში
კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 8 შემთხვევა დადასტურდა.
ინფიცირებულთა საერთო რიცხვი ახლა 851-ს შეადგენს; ამასთან,
გამოჯანმრთელდა კიდევ 5 პაციენტი (ჯამში 702).
ეზუგბაიას თანახმად, ამ ახალი შემთხვევებიდან 2 სამედიცინო
პერსონალია, 5 ადამიანი კი საკარანტინე სივრცეში იყო, 1 სატვირთო
მანქანის მძღოლია, კი დანარჩენი 5-ის ინფიცირების წყარო კი
უცნობია.
როგორც მარინა ეზუგბაიამ თქვა, თუ ამ 5 პირს, ვისი ინფიცირების წყარო
უცნობია, მივამატებთ წინა დღეებში გამოვლენილ იმ 5 ინფიცირებულს,
რომელთა ინფიცირების წყაროც ასევე არ იყო ნაპოვნი, ჯამურად 10 ასეთი
შემთხვევა გამოდის; თუმცა მანვე აღნიშნა, რომ დაზუსტებული ინფორმაცია
არ აქვს, წინა 5-ის ინფიცირების წყარო დადგინდა თუ არა.
მთავრობის ვებ-გვერდის, სტოპცოვ.გე-მონაცემებით:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 851
მათ შორის გამოჯანმრთელებული – 702
მათ შორის გარდაცვლილი – 13
კარანტინის რეჟიმში – 3026
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 297
*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3
სტატიის გამოყენების პირობები