ახალი ამბები
პოლონური დახმარება ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრისთვის
COVID-19 პანდემიის პერიოდში მეგობრობის ხიდი ქართლოსი აქტიურად მუშაობდა და ეხმარებოდა უკიდურესად მძიმე სოციალურ ეკონომიკურ მდგომარეობაში აღმოჩენილ ბენეფიციარებს.

დღეს ქართლოსმა პარტნიორ პოლონურ ორგანიზაცია (ჰუმანდოკის) HumanDoc მხარდაჭერით პოლონეთის რესბუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების პოლონური თანამშრომლობის ფარგლებში, გორის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების თავშესაფარს, ოჯახის ცენტრს სამეგრელოში და პარტნიორ ორგანიზაციებს ქუთაისში, გორში და ზუგდიდიში გადასცა ინდივიდუალური დამცავი საშუალებები, მრავალჯერადი გამოყენების 3 შრიანი ლუგარის ლაბორატორიის მიერ სერთიფიცირებული პირბადეები, უკონტაქტო თერმომეტრები, დამცავი ფარები, ერთჯერადი ხელთამანები და სადეზინფექციო ხსნარები.

შიდა ქართლში მეგობრობის ხიდი ქართლოსი პროექტის „ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სისტემის ხელშეწყობა და ძალადობის მსხვერპლთა დაცვა საქართველოში“ ფარგლებში, პარტნიორ პოლონურ ორგანიზაცია (ჰუმანდოკის) HumanDoc თან ერთად ერთად, ახორციელებსს საქართველოში ოჯახური ძალადობის პრევენციასთან დაკავშირებული პროგრამებს. მიმდინარეობს ვებინარები და ტრენინგების სერია მასწავლებლებისათვის, ფსიქოლოგებისთვის და ექიმებისთვის. პოლონელი ექსპერტების მიერ, ასევე ტრენინგები ჩატარდება პოლიციელების და 112-ის ოპერატორებისათვის.

2020 წელს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთან ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში კი მოხდება გორის ძალადობის თავშესაფრის ეზოს კეთილმოწყობა, რემონტი და მათი კადრების გადამზადება და სასწავლო ვიზიტი პოლონეთში.


Print

სტატიის გამოყენების პირობები