ახალი ამბები
სოფელ ხიდისთავში თვითიზოლაციაში მყოფი პირების დაკვირვება გრძელდება
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში ეპიდემიოლოგები ყოველდღიურ დაკვირვებას განაგრძობენ. 5 ოჯახი თვითიზოლაციაში იმყოფება და მათი ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლის, ეკა ქორჩაშვილის თქმით, ეს ოჯახები იმ ადამიანთან კონტაქტში მყოფი პირები არიან, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. 

შეგახსენებთ, 9 ივნისიდან დღემდე შიდა ქართლში კორონავირუსის 9 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის:

მეტეხი - 5; მირიანი - 1; გორი - 2; ხიდისთავი 1

რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა 68-ს აღწევს. ეკა ქროჩაშვილი ამბობს, რომ მათი სკრინინგიც ყოველდღიუად მიმდენარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები