გორში კორონავირუსით ინფიცირებული მე-9 პაციენტი გარმოჯანმრთელდა.
ამის შესახებ qartli.ge-ს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის
წარმომადგენელმა, ეკა ქორჩაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ტესტის შედეგები გუშინ საღამოს გახდა ცნობილი. ეკა
ქორჩაშვილის განმარტებით, რეგიონში კორონავირუსით სულ 18 ადამიანი
დაინფიცირდა.
აქედან 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 9 ივნისის შემდეგ.. მანამდე
გამოვლენილი 9 პაციენტი ყველა გამოჯანმრთელებულია.
გამოჯანმრთელებულია ხოვლის, ფლავის, თერგვისისა და ხიდისყურის
(ხაშური) კლასტერები. რაც შეეხება ახალ კლასეტერებს, ესენია: მეტეხი -
5; მირიანი - 1; ხიდისთავი - 1; გორი - 2.
სტატიის გამოყენების პირობები