ახალი ამბები
ცხინვალში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ცხინვალში კორონავირუსის ახალი 3 შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,რესი" ავრცელებს.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ოფიციალური უწყებების ცნობით, ორი მათგანი რუსეთიდან დაბრუნებული სამხედრო კურსანტია, მესამე კი, - სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელი.

კურსანტები კარანტინის რეჟიმში იმყოფებოდნენ.

დე-ფაქტო რესპუბლიკაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 5 მაისს გამოვლინდა. 5 მაისიდან დღემდე დადასტურებულია 83 შემთხვევაა, ამათგან 45 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

სტაციონარში 38 მოქალაქე რჩება, საიდანაც 37 სამხედრო კურსანტია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები