ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსით მე-15 პაციენტი გაირდაცვალა
საქართველოში კორონავირუსით მე-15 პაციენტი გარდაიცვალა, რომელიც 82 წლის იყო.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ის ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნიდან შემოსული საქართველოს მოქალაქე იყო.

,,პაციენტის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და მას მრავლობითი თანმხლები დაავადებები ჰქონდა. მამაკაცი უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში ხელოვნურ ვენტილიაციაზე იმყოფებოდა და მცხეთის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა." - განუცხადა ჟურნალისტებს გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 924 გახდა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 4 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათი რაოდენობა 785-ს შეადგენს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები