ახალი ამბები
29 ივნისი: საქართველოში კორონავირუსის ახალი 2 შემთხვევა დადასტურდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2-ით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 6-ით გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. ჯამში ინფიცირებულია 926, მათგან 791 გამოჯანმრთელებულია.

ამავე ვებ-გვერდის ცნობით, კარანტინის რეჟიმში 2819 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 230 პირი.

ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები