საქართველოში კორონავირუსის ახალი 3 შემთხვევა დადასტურდა. ამის
შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა
ეზუგბაიამ განაცხადა.
მისი თქმით, ინფიცირების 3 ახალი შემთხვევიდან 2 სატვირთო
ავტომანქანის მძღოლია, 1 კი უკვე დადასტურებულ შემთხვევასთან
კონტაქტი.
,, მხოლოდ 3 ახალი შემთხვევა დაგვემატა, გამოჯანმრთელებული მხოლოდ
ერთია. ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 121 პაციენტი მკურნალობს. 3 ახალი
შემთხვევიდან 2 არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, შემოტანილი
შემთხვევებია და 1 არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი. ჩვენს
ცენტრში 2 ახალი პაციენტი მოთავსდა, გაეწერა 1 პაციენტი და დაგვრჩა 22
კოვიდინფიცირებული. ამ ორივე ახალი პაციენტის მდგომაროება სტაბილურია,
დაავადება არ პროგრესირებს, მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის, ასევე
სხვა პაციენტების ზოგადი მდგომარეობაც უცვლელია, არსად არ შეინიშნება
პროგრესირება", - განაცხადა ეზუგბაიამ.
ჯამში, ინფიცირებულთა რიცხვი 931-ია, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი
- 795.
კარანტინის რეჟიმშია 2809 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის
ქვეშ 229 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.
სტატიის გამოყენების პირობები