COVID-19
7 ივლისი: კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ქვეყანაში COVID ინფიცირებულთა მონაცემი 958-გახდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ინფექციური საავადმყოფოს სამდიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ხუთივე შემთხვევა არის ინპორტირებული, ანუ შემოტანილი. 5-დან სამი არის სატვირთო მანქანის მძღოლი.

8-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც, საერთო ჯამში კი ქვეყანაში COVID-19 838-მა პაციენტმა დაამარცხა.

ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით არსებულ საკარანტინო რეჟიმში იმყოფება 3 903, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 202 პირი.

ქვეყანაში კორონავირუსის ინფექციით 15 პაციენტია გარდაცვლილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები