ახალი ამბები
გორელი მძღოლი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, რუსეთიდან არის შემოსული
60 წლამდე ასაკის მამაკაცი სატვირთო მანქანაზე მუშაობს. მას კორონავირუსი 7 ივლისს დაუდასტურდა.

რაც შეეხება მისი ოჯახის წევრებს, ისინი 8 ივლისს შეამოწმეს და პასუხები უარყოფითი მიიღეს. ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის შიდა ქართლის წარმომადგენელმა ეკა ქორჩაშვილმამოგვაწოდა.

მისი თქმით, გამოკვლეულ იქნა 10-მდე პირი, ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია. თუმცა, კვლევა გაგრძელდება.

სატვირთო ავტომანქანის მძღოლს, რომელიც გორში, კვერნაკის დასახლებაში ცხოვრობს, კორონავირუსი საზღვრის კვეთიდან მე-7 დღეს ს დაუდასტურდა. ის დასავლეთ საქართველოში იმყოფებოდა. ლარსის გამშვები პუნქტი 30 ივნისს გადმოკვეთა.

ეკა ქორჩაშვილის თქმით, მძღოლი პირველივე დღესვე შეამოწმეს, მაგრამ პასუხი უარყოფითი იყო. განმეორებითი ტესტი კლინიკა ,,გორმედში" 72 საათის შემდეგ ჩაუტარდა. პასუხი მაშინაც უარყოფითი იყო.

მესამე შემოწმება 6 ივნისს დილის 7 საათზე ზუგდიდში ჩაუტარდა. ტესტმა 7 ივლისს დადებითი პასუხი აჩვენა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები