ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსის ახალი 14 შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის ახალი 14 შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულთა რაოდენობა, ჯამში, 1131-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 3-ით გაიზარდა და 920-ს შეადგენს.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში სულ 16 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 6183 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 302.
Print

სტატიის გამოყენების პირობები