ახალი ამბები
გორის ჰოსპიტლის ექიმს, რომელიც კიდევ 4 კლინიკაში მუშაობს, კორონავირუსი დაუდგინდა
გორის ჰოსპიტლის ექიმს, რომელიც კიდევ 4 კლინიკაში მუშაობს, კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაცია ,,დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის" შიდა ქართლის წარმომადგენელმა დაადასტურა.

მისი ინფორმაციით, მიმდინარეობს ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტების დასადგენად.

დაინფიცირების შემთხვევა 7 აგვისტოს გამოვლინდა. ექიმი, ერთდროულად, რამდენიმე კლინიკაში მუშაობს, კერძოდ, ჰოსპიტალში, გორმედში, მცხეთასა და თბილისში.

,,გორმედში" აცხადებენ, რომ ის მიწვეული სპეციალისტია.

რაც შეეხება დღევანდელ მონაცემებს, საქართველოში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 225 შემთხვევაა
დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ოთხი პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1000-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7068 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 250.
Print

სტატიის გამოყენების პირობები