COVID-19
10 აგვისტო: კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა – 10
საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 250 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ათი პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1010-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7068 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 242.

იხ. ამავე თემაზე:

▶️ გორის ჰოსპიტლის მედდას კორონავირუსი დაუდასტურდა
▶️ გორის ჰოსპიტლის ექიმს, რომელიც კიდევ 4 კლინიკაში მუშაობს, კორონავირუსი დაუდგინდა

Print

სტატიის გამოყენების პირობები