ახალი ამბები
გორში ექიმისა და მედდას ინფიცირების შემდეგ ნიმუშები 87 ადამიანისგან აიღეს
7 აგვისტოდან 10 აგვისტოს დილის ჩათვლით გორში კორონავირუსზე ნიმუშები 87 ადამიანისგან აიღეს. აღებული 87 ნიმუშიდან ჯერ მხოლოდ 27 პასუხია ცნობილი და უარყოფითია.

დღესვე გაიგზავნება დანარჩენი 60 ნიმუში, რომელთა პასუხი გვიან საღამოს გახდება ცნობილი. ნიმუშების რაოდენობა შესაძლოა დღის ბოლომდე კიდევ გაიზარდოს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელის ეკა ქორჩაშვილის განცხადებით, დამატები ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს, რათა კონტაქტები სრულად იყოს დადგენილი და ეპიდემიის გავრცელება არ მოხდეს.

ამ ეტაპზე გორში 78 ადამიანი იმყოფება თვითიზოლაციაში.

შეგახსენებთ, 2020 წლის 7 აგვისტოს კორონავირუსი დაუდგინდა ექიმს, რომელიც გორის ჰოსპიტალში მუშაობს, ხოლო მიწვევით კიდევ 4 კლინიკის თანამშრომელია, მათ შორის, გორმედის.

ექიმის კონტაქტების დადგენის და ანალიზის ჩატარების შემდეგ, კორონავირუსი მედდას დაუდასტურდა.

იხ. ამავე თემაზე:

▶️ გორის ჰოსპიტლის მედდას კორონავირუსი დაუდასტურდა
▶️ გორის ჰოსპიტლის ექიმს, რომელიც კიდევ 4 კლინიკაში მუშაობს, კორონავირუსი დაუდგინდა
Print

სტატიის გამოყენების პირობები