ახალი ამბები
გორში COVID-19 კიდევ ერთ ექთანს დაუდასტურდა
გორის სამხედრო ჰოსპიტლის კიდევ ერთ ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა.

დაინფიცირების შემთხვევა 12 აგვისტოს დადასტურდა. ინფორმაციას გორის მერიის ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელი, მარი გიუნაშვილი ადასტურებს.

7 აგვისტოს შემდეგ, გორის სამედიცინო პერსონალს შორის, კორონავირუსის ეს უკვე მესამე შემთხვევაა.

7 აგვისტოს დაინფიცირდა ექიმი, შემდეგ - ექთანი. ასზე მეტ კონტაქტს ჩაუტარდა კვლევა. მეორე ექთნისგან აღებულ ნიმუშებზე დადებითი პასუხი 13 აგვისტოს მიიღეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები