ახალი ამბები
ანწუხელიძის სახელობის ქუჩაზე დევნილებმა გიორგი ანწუხელიძე მოიგონეს
წუხელ გვიან ღამით გორში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, წამებით დაღუპული ქართველი სამხედრო, გიორგი ანწუხელიძე გაიხსენეს

ანწუხელიძეს დღეს 36 წელი შეუსრულდებოდა, მისსავე სახელობის ქუჩაზე იძულებით გადაადგილებული პირები შეიკრიბნენ და კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს მის ხსოვნას და გმირის ისტორია გაიხსენეს.

2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე, მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა. იგი წამების შემდეგ, ცხინვალის მეხუთე სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები