ახალი ამბები
20 აგვისტო: კორონავირუსით ინფიცირების ახალი 9 შემთხვევა დადასტურდა
20 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ამჟამად კრიტიკულად მძიმე 6 პაციენტია.

"დღეს გვაქვს 9 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან 4 პაციენტის წყარო ლენჯერია, სამი არის შემოტანილი შემთხვევა, აქედან ერთი გახლავთ სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, ერთი სამედიცინო პერსონალია და ერთ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა წყაროს დადგენით მიზნით, ასევე კონტაქტების მოძიება გრძელდება. გამოჯანმრთელებულების ციფრი 10-ით გაიზარდა, გვყავდა 1098 და დღეს გვყავს 1108 გამოჯანმრთელებული. გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელი კვლავ 81%-ია. დღევანდელი მონაცემებით, კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 245 დადასტურებული პაციენტი." - განაცხადა ეზუგბაიამ.

245 შემთხვევის განაწილება სიმძიმეების მიხედით ასეთია - გუშინ გყავდა 5 კრიტიკულად მძიმე პაციენტი, დაგვემატა ერთი და ამჟამად გვყავს 6 კრიტიკულად მძიმე პაციენტი, რომლებიც კოვიდ ცენტრების რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობენ. 22 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენი პაციენტების უმეტესობა არის საშუალო სიმძიმის, დანარჩენები მსუბუქი და უსიმპტომო",-განაცხადა ეზუგბაიამ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები