ახალი ამბები
21 აგვისტო: კორონავირუსის ახალი 15 შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა - 20. მძიმე მდგომარეობაში 6 პაციენტი რჩება.

ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ინფიცირებულთა რაოდენობა 1 385 გახდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, ამჟამინდელი მონაცემებით 1128-ია.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6903 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –232. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები