ახალი ამბები
25 აგვისტო: კორონავირუსით მე-19 პაციენტი გარდაიცვალა, გამოვლინდა ახალი 8 შემთხვევა
საქართველოში კორონავირუსით მე-19 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაცია ავრცელებს.

რაც შეეხება ახალ შემთხვევებს, გამოვლინდა კორონავირუსის ახალი 8 შემთხვევა გამოვლინდა. ამით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1429-ს მიაღწია.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 13-ით გაიზარდა და 1150 გახდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7005 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის 255.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ამასთან, დღეს საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთა რიცხვი 1 429-ს შეადგენს, გამოჯანმრთელდა 1150 ადამიანი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები