ახალი ამბები
31 აგვისტო: კორონავირუსის ახალი 18 შემთხვევა დადასტურდა
საქართველოში კორონავირუსის ახალი 18 შემთხვევა დადასტურდა. აქედან 11 შემოტანილი შემთხვევაა, საიდანაც 2 სატვირთო მანქანის მძღოლია.

რაც შეეხება დანარჩენ 7 დადასტურებულ შემთხვევას, მათ ინფიცირებულთან ჰქონდათ კონტაქტი.

თბილისის ინფექციუი საავადმყოფოს დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, დღეს, 220 ინფიცირებულიდან, კრიტიკულად მძიმე სამი პაციენტია. წინა დღეებში კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში 4 პაციენტი იყო.

"გამოჯანმრთელებულების რიცხვი გაიზარდა 19-ით, სულ არის 1240. პროცენტული მაჩვენებელი გამოჯანმრთელებულების გახლავთ 83 %. ამ მონაცემების შეჯერებით, კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 220 პაციენტი, საიდანაც კოვიდ ცენტრების რეანიმაციასა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობას გადის 3 კრიტიკულად მძიმე და 21 მძიმე პაციენტი.

მარინა ეზუგბაია ადასტურებს, რომ ახალი 3 შემთხვევა სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომლებს უკავშირდება.

ჯამში, ინფიცირებულთარაოდენობა 1487 გახდა. ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1240-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5524 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 221.
Print

სტატიის გამოყენების პირობები