ახალი ამბები
ზაფხულში გორს 7 472 ვიზიტორი ესტუმრა
ზაფხულში გორს 7 474 ვიზიტორი ესტუმრა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერიის ტურიზმის განყოფილების წარმომადგენელი ავრცელებს.

რობერტ მაღლაკელიძის ცნობით, ვიზიტორებიდან 1447 უცხოელი, დანარჩენი - საქართველოს მოქალაქე.

ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელი ასევე დეტალურად აღწერს ვიზიტორების მოძრაობას თვეების მიხედვით:

ივნისის - 1349
ივლისი - 2731
აგვისტო - 3 392

2020 წლის მარტიდან კორონავირუსის პანდემიის პირობებში ქვეყანაში საჰაერო მიმოსვლა შეწყდა. კორონავირუსის პანდემიის პირობებში ტურისტული ობიექტები დაკეტილი იყო. 2020 წლის 20 ივნისიდან გორში შიდა ტურიზმი აღდგა. გაიხსნა უფლისციხისა და სტალინის მუზეუმები.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები