ახალი ამბები
7 სექტემბერი: საქართველოში კორონავირუსის ახალი 34 შემთხვევა დადასტურდა
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის ახალი 34 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ახალი შემთხვევიდან 2 ინფიცირებულის წყარო უცნობია.

"34 ახალი პაციენტიდან 6 არის "დონას" კლასტერი, 15 პაციენტის წყაროა დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 8 პაციენტს აქვს მოგზაურობის ისტორია აჭარაში, 1 სამედიცინო პერსონალია, 2 შემოტანილი შემთხვევაა, 2 ინფიცირებულზე ეპიდემიოლიოგიურ კვლევა გრძელდება წყაროს დადგენის და კონტაქტების მოძიებს მიზნით. გამოჯანმრთელებულების რიცხვი მხოლოდ 5-ით გაიზარდა, 1315 გახდა, მათ პროცენტული მაჩვენებელი არის 78. ამ ეტაპზე კოვიდ ცენტრებში 342 ინფიცირებული მკურნალობს. აქედან 3 კრიტიკულად მძიმეა, 16 მძიმე ",- განაცხადა ეზუგბაიამ.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია განმარტავს, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში კარანტინის გამოცხადების საჭიროება არ არის.

" ქვეყანას აქვს სიმძლავრეები, რომლითაც შეუძლია, რომ გამოავლინოს პაციენტები, პრევენცია და იზოლაცია მოახდინოს. თვითიზოლაცია თუ საკარანტინე სივრცე დამოკიდებულია ინფიცირებული პაციენტის ყოფით მდგომარეობაზე. თუ შეუძლიათ სახლში იზოლირება, სახლში იზოლირებით გაარძელებენ მეთვალყურეობას, ბოლოში კი კვლევის ჩატარებას, ვისაც არა - საკარანტინო სივრცეში გადაიყვანენ. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ სწორად გავაგრძელებთ რეგულაციების შესრულებას, დისტანცირებას, პირბადეების ტარებას და ხელების ჰიგიენას, ეს იქნება დაავადების კონტროლირების წყარო", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგაბაიამ დაავადების მიმდინარეობის სტატისტიკაზეც ისაუბრა. მისი თქმით, სექტემბრის პირველ კვირაში ჩატარდა 45 ათას 98 "პი სი არ" ტესტი, აქედან 197-ს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.

"ივლისის პირველ კვირაში ჩატარებულია 19 440 "პი სი არ" ტესტირება, აქედან დადასტურებულია 27 გამოჯანმრთელებულია 36 ანუ, 100 ათას მოსახლეზე ახალი დადასტურებული შემთხვევა გახლავთ 0.7 პირი.

აგვისტოში ჩატარებული იქნა 32 ათას 34 პისიარ ტესტი, აქედან დადასტურებული გახლდათ 48, გამოჯანმრთელებული 57.

ამ თვეში, სექტემბრის პირველ კვირაში, ჩატარდა 45 ათას 98 "პი სი არ" ტესტი, აქედან 197 გახლავთ დადასტურებული შემთხვევა, 75 გამოჯანმრთელებული, ანუ 100 ათას მოსახლეზე 5.3% არის დადასტურებული შემთხვევა", - განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 ადამიანი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები