ახალი ამბები
ჩრდილოეთ ოსეთში კორონავირუსით საქართველოდან წასული მოქალაქე გარდაიცვალა
ჩრდილოეთ ოსეთში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. ის წარმოშობით კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კუდუხანთუბნიდან იყო.

45 წლამდე ასაკის მამაკაცი ყოველ წელს სოფელ კუდუხანთუბანში, ოჯახთან ერთად, ჩამოდიოდა.

,,არ მიაქცია ყურადღება, რამდენიმე დღეში სუნთქვა გაუჭირდა და უჰაერობამ დააღრჩო. აქედან წასული ბიჭი იყო. სულ ოთხი და-ძმანი იყვნენ. ერთი ძმა ადრე ყავდათ დაღუპული. იმ ძმამაც ინერვიულა და სიმსივნე გაუჩნდა. მეორე ძმა აგერ ეხლა კორონავირუსისგან დაიღუპა. ყოველ წელს აქ არიან ხოლმე, მაგრამ წელს ვერ ჩამოვიდნენ" - გვითხრა კუდუხანთუბნის მკვიდრმა ვაჟა კუდუხაშვილმა.

კუდუხანთუბანი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ საკორინთლოს ადმინისტრაციულ შემადგენლობაში შედის. აქაურმა მოსახლეობამ მშობლიური კერა 1990-იანი წლების კონფლიქტის დროს, მიატოვა და იძულებულნი გახდნენ ჩრდილოეთ ოსეთში წასულიყვნენ.

ბოლო ერთ კვირაში ჩრდილოეთ ოსეთში კოვიდ -19 ინფექციით 168 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი ყოველდღიურად 24-25-ზე მეტი ადამიანით იზრდება. საერთო ჯამში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაფიქსირდა 5111 შემთხვევა

508 ადამიანი იმყოფება ამბულატორიულ მკურნალობაზე. 51 ადამიანი რესპუბლიკის სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობს. გამოჯანმრთელდა 4485 ადამიანი. გარდაიცვალა 67 ადამიანი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები