ახალი ამბები
4 გორელი მოქალაქე კორონავირუსით ქობულეთსა და თბილისში დაინფიცირდა
კორონავირუსის ახალი 4 შემთხვევა, რომელიც 3,4 და 5 სექტემბერს გორელ მოქალაქეებს დაუდასტურდა, ძირითადად აჭარას უკავშირდება.

გორის ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დაინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირები კი იზოლირებულები არიან. ინიფიცირებულები კი გორის სამხედრო ჰოსპიტალში არიან მოთავსებულნი.

,,ოთხი შემთხვევიდან 2 ქობულეთში, ერთი თბილისში დაინფიცრდა, ერთის წყარო კი ჯერჯერობით უცნობია. ოთხივე ახალგაზრდაა, მათ შორის ორი არის სტუდენტი." - განაცხადა მარინა გიუნაშვილმა.

დაინფიცირებულთაგან ერთ-ერთი სოფლის მაცხოვრებელია, მას მხოლოდ თავის ოჯახის წევრებთან ჰქონდა კონტაქტი. დანარჩენი 3 გორელია.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები