ახალი ამბები
9 სექტემბერი: საქართველოში კორონავირუსის ახალი 44 შემთხვევა დადასტურდა
საქართველოში კორონავირუსის ახალი 44 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 25 აჭარაში. ინფიცირებულთა რაოდენობა 1773 გახდა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში კრიტიკულად მძიმე არის კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტი, მძიმე - 17.

მისივე ინფორმაციით, კოვიდცენტრებში 421 პაციენტი მკურნალობს.

"დაგვემატა 44 ახალი შემთხვევა და დღევანდელი მონაცემით 1773 გახდა. 44 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 7 არის "დონასთან" დაკავშირებული შემთხვევები, 12 ქალაქ ბათუმთან დაკავშირებული შემთხვევა, 12 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 2 ეპიდკერაში მოგზაურობის ისტორიით არის, 5 იმპორტირებულია, 3 სამედიცინო პერსონალია, სამ შემთხვევაზე გრძელდება კონტაქტების მოკვლევა წყაროს დადგენის თვალსაზრისით.

მხოლოდ 4 გამოჯანმრთელდა, ამ მონაცემებით გამოჯანმრთელებულების პროცენტული რაოდენობა არის 75. კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 421 პაციენტი.

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა კი 4-ით გაიზარდა და 1325 გახდა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 390. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები