ახალი ამბები
10 სექტემბერი: საქართველოში კორონავირუსის ახალი 57 შემთხვევა დადასტურდა
საქართველოში კორონავირუსის ახალი 57 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 25 შემთხვევა აჭარას უკავშირდება.

დანარჩენი 3 შემთხვევა არის შემოტანილი, საიდანაც 2 ავტომობილის მძღოლია. დაინფიცირებულია 5 სამედიცინო პერსონალი. 8 შემთხვევის წყარო უცნობია.

"57 პაციენტიდან 25 პაციენტის წყარო არის აჭარა, პირდაპირი თუ არაპირდაპირი კონტაქტებით. ბოლო ორი კვირის მონაცემებით, 27 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით 100 ათას მოსახლეზე ქვეყანაში ავადობის მაჩვენებელი გახლავთ 10.2. აჭარაში ინციდენტობის მაჩვენებელი არის 52.9, ანუ 100 ათას მოსახლეზე ავადობის რიცხვი. კოვიდცენტრებში მკურნალობს 469 პაციენტი. აქედან კრიტიკულად მძიმე გახლავთ 4 პაციენტი, ხოლო მძიმე პაციენტების რაოდენობა არის 18, დანარჩენების საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა",- განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 1830 გახდა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 9-ით გაიზარდა და 1334-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 390 პირი. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოს 41 მოქალაქეა გადმოყვანილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები