ახალი ამბები
11 სექტემბერი: საქართველოში კორონავირუსის 87 შემთხვევა დადასტურდა
დღეს საქართველოში კორონავირუსის 87 შემთხვევა დადასტურდა. ახალი შემთხვევიდან 29 ბათუმს უკავშირდება. ინფიცირებული 10 ადამიანის წყარო უცნობია.

"დაგვემატა 87 ახალი შემთხვევა, 1917 დადასტურებული შემთხვევა გახდა. ამ 87 ახალი შემთხვევიდან, 29 არის ბათუმის შემთხვევები, 24 ქუთაისის სკოლის შემთხვევაა, 12 არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 5 არის მოგზაურობის ისტორიით აჭარაში, 4 იმპორტირებულია, აქედან 3 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 3 შემთხვევა სამედიცინო პერსონალია, 10 შემთხვევაზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა კონტაქტების გამოვლენის და წყაროს დადგენის მიზნით",- განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 4 კრიტიკულად მძიმე და 17 - მძიმე პაციენტია.

ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 1917 გახდა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 20-ით გაიზარდა და 1354-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 390 პირი.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოს 41 მოქალაქეა გადმოყვანილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები