ახალი ამბები
13 სექტემბერი: საქართველოში კორონავირუსის ახალი 152 შემთხვევა დადასტურდა
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 152 ადამიანი დაინფიცირდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, 152 შემთხვევიდან 90 აჭარაში დაფიქსირდა. 11 ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია.

რაც შეეხება დანარჩენ შემთხვევებს, 15 შემთხვევა ქუთაისის სკოლის კლასტერს ეკუთვნის, 15 - ,,ენგურჰესის" თანამშრომელია. 17 დაავადებულთან კონტაქტია, ხოლო 4 შემოტანილი შემთხვევაა.

"152 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა და დღევანდელი მონაცემებით, 2227 შემთხვევა გვაქვს. შემთხვევების განაწილება ასეთია: 90 არის აჭარა, 15 ქუთაისის სკოლის შემთხვევაა, 15 -"ენგურჰესის" , 17 დაავადებულთან კონტაქტით გამოვლენილი, 4 შემოტანილი შემთხვევაა და 11-თან დაკავშირებით გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა, წყაროს დადგენის თვალსაზრისით. გამოჯანმრთელებულია მხოლოდ 6 ადამიანი",-განაცხადა ეზუგბაიამ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები