ახალი ამბები
გორში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა
შიდა ქართლში კორონავირუსის ახალი 4 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

წინასწარი ინფორმაციით, ახალი შემთხვევები ქიწნისის მეურნეობის კლასტერს უკავშირდება, სადაც ეპიდემიოლოგიური კვლევა რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. დასახლებაში მცხოვრები ის ადამიანები, ვისაც ინფიცირებულებთან კონტაქტში იყვნენ, თვითიზოლაციის რეჟიმში იმყოფებიან.

მისი თქმით, 16 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის ახალი 196 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 144 ბათუმს ეკუთვნის.

"დაგვემატა 196 შემთხვევა და გვაქვს 2758 დადასტურებული შემთხვევა. 196-დან აჭარა-ბათუმში არის - 144, ქობულეთში - 1 შემთხვევა, თბილისში - 29 დადასტურებული შემთხვევა, იმერეთი-ქუთაისი არის - 7 შემთხვევა, საჩხერე -1, შიდა ქართლი-გორი - 4 შემთხვევა, ქვემო-ქართლი-გარდაბანი - 3, გურია-ოზურგეთი - 4 , ზემო სვანეთი-სამეგრელო-ზუგდიდი - 2, ფოთი - 1, მცხეთა- 1 შემთხვევა", - განაცხადა ეზუგბაიამ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები