ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსით 23-ე პაციენტი გარდაიცვალა
დღეს კორონავირუსით კიდევ ერთი, 23-ე პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული
ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ დაადასტურა.

მისი თქმით, ინფიცირებული პაციენტი არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან იყო გადმოყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმე იყო.

22 სექტემბერს ეს კორონავირუსით გარდაცვალების მესამე შემთხვევაა.

დღეს საქართველოში ვირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები