24 სექტემბერი: კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 62 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 62 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 4399 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1705 ადამიანი, 25 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5 390 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, კოვიდ სასტუმროში - 640, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები