ახალი ამბები
გორის სოფელ ნადარბაზევში კორონავირუსი 60 წლამდე ასაკის მამაკაცს დაუდასტურდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადარბაზევში კორონავირუსის 1 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ შიდა ქართლის საკოორინაციო საბჭოს წარმომადგენელმა, სიმონ გულედანმა განაცხადა.

მისი თქმით, ინფიცირებული მამაკაცი 60 წლამდე ასაკისაა. კლინიკას სხვა დაავადების ფონზე მიმართა, თუმცა ტესტირებისას კოვიდ 19 დაუდასტურდა.

დღევანდელი მონაცემებით, საქრთველოში სულ 259 ახალი შემთხვევაა დადსტურებული, აქედან უმრავლესობა აჭარაში.

მონაცემები რეგიონების მიხედვით:

აჭარა - 164; თბილისი - 34; იმერეთი - 22;, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 15; გორი - 1, მარნეული - 1, მცხეთა - 1, საზღვარგარეთიდან კი, იმპორტირებულია ახალი 5 შემთხვევა.

62 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 4399 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1705 ადამიანი, 25 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5 390 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, კოვიდ სასტუმროში - 640, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები