ახალი ამბები
25 სექტემბერი: საქართველოში კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა დადასტურდა
საქართველოში კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამავე მონაცემების მიხედვით, ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4664-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კორონავირუსით 26 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები