ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა
შიდა ქართლში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ მონაცემებს შორის კვლავ ლიდერობს აჭარა. 265 ახალი შემთხვევებიდან აჭარაში კოვიდინფიცირებულია 165 პაციენტი.

რეგიონების მიხედვით: იმერეთში 27, კახეთში 6, თბილისში 43 შემთხვევა, სამეგრელო-ზემო სვანეთში 6, სამცხე-ჯავახეთში 4, ქვემო ქართლში 3 და შიდა ქართლში 2, - თქვა მარინა ენდელაძემ.

საქართველოში კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4664-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კორონავირუსით 26 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები